შპს "საფეხბურთო კლუბი ბათუმი" (კლუბის საშეჯიბრო სახელწოდება "გონიო") ისტორია, დაარსება და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები
- კლუბის ოფიციალური სახელწოდება: შპს "საფეხბურთო კლუბი ბათუმი"
- გუნდის სპორტული სახელწოდება: "გონიო"
- იურიდიული მისამართი: ქალაქი ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N49, ბინა 7/7
- ელ. - ფოსტა: goniofootballclub@gmail.com, info@fcgonio.ge
- ტელეფონი: 577 07 07 51
- დაარსების წელი: 2021
- ფერები: შავი / თეთრი
- საიდენტიფიკაციო კოდი სფფ-ს ბაზაში: 1588
- საიდენტიფიკაციო კოდი სამეწარმეო რეესტრში: 445589006
- კლუბის ლოგო:
- ნიშნის სიტყვიერი ნაწილი: FC GONIO
- ნიშნის კატეგორია: სიტყვიერი, გამოსახულებითი, სტილიზებული
- კლუბის გერბში მითითებული ფერები: (591) შავი; თეთრი; ოქროსფერი
- კლუბის ლოგოს საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღი: 2025-10-02
- შპს "საფეხბურთო კლუბი ბათუმი" (კლუბის საშეჯიბრო სახელწოდება "გონიო") ს/კ 445589006 დაარსდა 2021 წელს
- თავდაპირველად კლუბი ასპარეზობდა რეგიონალური ლიგის გათამაშებაში, 2022 წელს კლუბი გახდა რეგიონალური ლიგის გამარჯვებული და შესაბამისად კლუბმა მოიპოვა უფლება 2023 წელს ეასპარეზა რანგით ზემდგომ ეროვნული ლიგა 4-ის გათამაშებაში.
- მიუხედავად იმისა რომ 2023 წელს ს/კ "გონიო" ლიგა 4-ის გათამაშების დებიუტანტი კლუბი გახლდათ, კლუბი გახდა ეროვნული ლიგა 4-ის გამარჯვებული და შესაბამისად მოიპოვა ეროვნული ლიგა 3-ის საგზური.
- 2024 წელს ს/კ "გონიო" გახდა ეროვნული ლიგა 3-ის გამარჯვებული და შესაბამისად მოიპოვა უფლება 2025 წელს ეასპარეზა ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში.
- 2025 წელს კლუბი ასპარეზობს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ის გათამაშებაში.
- კლუბის დაარსებიდან - 2021 წელი ფუნქციონირებდა მხოლოდ ერთი ძირითადი კლუბი, 2025 წლისათვის კი კლუბი გარდა ძირითადი გუნდისა აერთიანებს და შესაბამის ასაკობრივ ლიგებში ასპარეზობს ჭაბუკთა და ბავშვთა 5 ასაკობრივი გუნდი, კლუბის მიზანია უახლოეს წლებში ყველა ასაკობრივ ასაკში ჰყავდეს გუნდი.
- გასათვალისწინებელი და აღსანიშნავია ის გარემოება რომ ს/კ "გონიო" გახლავთ 100% კერძო კლუბი, საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, კლუბის მთავარ ფინანსურ წყაროს წარმოადგენს კერძო ინვესტიცია.